სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: GMA Georgia
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია GMA.Agency https://grapevine-group.co.uk/ -ს საქართველოს წარმომადგენლობა GMA Georgia (https://gmageorgia.ge/) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. GMA ერთ-ერთი ინოვატორი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მარკეტინგის აუთსორსინგს ახორციელებს. GMA დაარსდა დიდ ბრიტანეთში 2003 წელს, 2016 წელს კი საქართველოში გაკეთდა წარმომადგენლობა. კომპანია დამკვეთს სთავაზობს მარკეტინგულ მომსახურებას როგორც B2B ისე B2C სექტორისთვის.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00).

Social Media Manager-ის მოვალეობებია:

** სოციალური მედია არხების შექმნა, მართვა და რეკლამირება;
** კრეატიული სოციალური მედია კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა, შესრულება;
** საინტერესო, კრეატიული კონტენტის შექმნა და განთავსება სოციალურ მედია არხებზე;
** კამპანიების მონიტორინგი და რეპორტების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** გამართულად და შემოქმედებითად წერის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა;
** ასევე სასურველია, (მაგრამ არა აუცილებელი) პროგრამების: Adobe Photoshop; Illustrator-ის ცოდნა;
** სოციალურ ქსელებთან სიახლოვე (როგორც Instagram; snapchat, coub და რაც მეტი მით უკეთესი).

კანდიდატის ანაზღაურება განსაზღვრული იქნება მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: keta.d@gmageorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე