მოლარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - რუსთავი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** კომუნალური გადახდების განხორციელება;
** დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
** კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული; კლიენტების თავაზიანად მომსახურება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mbc.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე