შესყიდვების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო", აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ბაზრის ანალიზი და ახალი, პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
** შესყიდვების პროცესების მართვა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესების მართვა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების მომზადება და კონტროლი;
** პროდუქციის ფასებისა და ნაშთების კონტროლი;
** საწყობის მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია კვების მრეწველობის ან/და საქონელმცოდნეობის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ნედლეულის (საკვები პროდუქციის) შესყიდვის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 30 ნოემბერი.

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე