ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
კომპანია "Award" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის ან/და სამშენებლო განხრით);
** მშენებლობის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** გეოდეზიის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზებთან სრულად მუშაობის გამოცდილება;
** AutoCAD-ის, MS Office და EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, სასაუბრო).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების წინამდებარე გეგმა/გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ობიექტზე არსებული ტექნიკური საკითხების გადაჭრა/მოგვარებაში მონაწილეობა;
** სამშენებლო უბნების უფროსებზე დავალებების შესრულების პროგრესის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაო ძალების სწორად გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება;
** გეგმა/გრაფიკის მიხედვით შესრულებული სამუშაოების აღსრულების პროგრესის კონტროლი;
** ხარჯთაღრიცხვების მომზადება და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანალიზის გაკეთება;
** "ფორმა 2"-ის შედგენა, ПТО ზე მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის.

გთხოვთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების გამოცდილება არ გაგაჩნიათ ან/და მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებთ რეზიუმეს გამოგზავნისგან თავი შეიკავეთ.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge არაუგვიანეს 2017 წლის 22 ნოემბრამდე.

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე