სამშენებლო მასალების ლაბორატორიის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო მასალების ლაბორატორიის ინჟინერი
მომწოდებელი: ინსტიტუტი IGH
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ხორვატიული კომპანია "ინსტიტუტი IGH" აცხადებს კონკურსს სამშენებლო მასალების ლაბორატორიის ინჟინერის ვაკანსიაზე.

ვალდებულებები:

** სამშენებლო ობიექტებზე და სამშენებლო მოედნებზე გასვლა კერნების ასაღებად, ნიმუშების ფორმირებისა და ლაბორატორიული გამოცდებისათვის.
** ნიმუშების აღება.
** გრუნტების, შემკვრელების, ბეტონის, ბეტონის ნარევის, არამადნეული მასალების, ბიტუმის და ასფალტ-ბეტონის ნიმუშების მომზადება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
** რკინაბეტონის კონსტრუქციებსა და ნაკეთობებში ბეტონის სიმტკიცის კონტროლი ურღვევი მეთოდით.
** გამოცდის შედეგების შეტანა ჟურნალში, საჭირო გაანგარიშებების განხორციელება ჩატარებული გამოცდებისთვის; გამოცდის ოქმის, ანგარიშების და დასკვნების მომზადება.
** ნიმუშების მიღება, აღრიცხვა და სათანადო შენახვა სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
** დამხმარე და მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა.
** შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა.
** ლაბორატორიის ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნებისა და წესების დაცვა.

მოთხოვნები:

** სამშენებლო ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება მშენებლობის განხრით (სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობა, გზები, სამშენებლო მასალების წარმოება).
** ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე "pre-intermediate" დონეზე.
** ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა სამშენებლო მასალების გამოცდის სფეროში (ГОСТ, EN).
** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების წესებისა და მათი ექსპლუატაციის მეთოდების ცოდნა.
** გამოცდის ახალი მეთოდების შესწავლის უნარი და მზადყოფნა.
** კომპიუტერის წარმატებული მომხმარებელი: MS Оffice, AutoCAD (ნახაზების კითხვა).
** კომუნიკაციის უნარი, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე მისამართზე: tamar.shoshiashvili@igh.hr 2017 წლის 20 ნოემბრამდე. საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე