მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილების მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად მომხმარებელთან გამავალი ზარების განხორციელება და ასევე შემომავალ ზარებზე პასუხი
** მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მიერ სხვა დაგეგმილ საქმიანობაში მონაწილების მიღება/ დავალებების შესრულება
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა სპეციფიკურ მოთხოვნაზე
** შემოსული ზარების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან
** პრობლემური ზარების/საკითხების აღრიცხვა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება (სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word).

პიროვნული უნარები:

** დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** თავაზიანობა
** სისხარტე და ოპერატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე