მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ასპ-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
შპს "ASP-Georgia" - ლიდერი კომპანია სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობისა და დისტრიბუციის სფეროში 2001 წლიდან - აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** საშუალო ან დიდ კომპანიებში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 5 წლისა;
** ფინანსური ანგარიშგების IFRS საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** დაბეგვრის პრინციპების ცოდნა ახალი - "ესტონური მოდელის" მიხედვით;
** ACCA-ს სასერთიფიკატო პროგრამ(ებ)ის გავლა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საბუღალტრო პროგრამებთან (სასურველია FINA-სთან) მუშაობის გამოცდილება;
** ანალიზური რეპორტების (Cash Flow, Balance Sheet, Income Statement) სისტემატიურ რეჟიმში დამუშავების უნარი;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დისციპლინირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
** ბუღალტრული აღრიცხვის სათანადო წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** დამხმარე ბუღალტრების მიერ შესრულებული საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი;
** მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისას მისი დროული აღმოფხვრა;
** საგადასახადო დეკლარაციების დროული წარდგენა საგადასახადო ორგანოსთვის;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა და საბანკო გადარიცხვების დროული წარმოება;
** ბიუჯეტის მომზადებისთვის ინფორმაციის სათანადო დამუშავება;
** ყოველთვიური რეპორტების - Cash Flow, Balance Sheet, Income Statement მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.autoindustry@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 09 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ კარიერულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე