სემინარი - CFA - რატომ და როგორ მოვიპოვოთ სერტიფიკატი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სემინარი - CFA - რატომ და როგორ მოვიპოვოთ სერტიფიკატი
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი გთავაზობთ სემინარს - "CFA - რატომ და როგორ მოვიპოვოთ სერტიფიკატი".

ეს სემინარი თქვენთვისაა, თუ:

** გეგმავთ CFA სერტიფიცირების მიღებას
** უკვე ჩაბარებული გაქვთ CFA-ს ერთი დონე და გსურთ წარმოდგენა შეიქმნათ დანარჩენი დონეების გამოცდებთან დაკავშირებით
** გაინტერესებთ, თუ რაში გამოგადგებათ CFA სერტიფიკატი
** გსურთ გაეცნოთ გამოცდისათვის მოსამზადებელ ტექნიკებსა და სტრატეგიებს
** გინდათ იცოდეთ, თუ რა დროით დანახარჯს და ძალისხმევას მოითხოვს გამოცდისათავის მომზადება.

სემინარზე ასევე მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მოიძიოთ შესაბამისი ლიტერატურა, როგორ დარეგისტრირდეთ გამოცდაზე და როგორ დაგეგმოთ მოსამზადებელი პერიოდი ისე, რომ გაზარდოთ წარმატების შანსი.

სემინარი გაიმართება 2017 წლის 27 ნოემბერს, საღამოს, 19:00-22:00 საათებში.
სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, ადამ მიცკევიჩის 29 (მოსასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 14 ნომრიდან)

სემინარზე დასწრების ღირებულება:

14 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - 90 ლარი.
14-27 ნოემბერს რეგისტრაციის შემთხვევაში - 140 ლარი.

სემინარს ჩაატარებს შალვა ახრახაძე, CFA:

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მინიჭებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლის მიერ. გავლილი აქვს საერთაშორისო დონის ტრენინგები და კურსები, მათ შორის ჟენევას უნივერსიტეტსა და რაიატ ლონდონ კოლეჯში, ამასთან შალვა არის CFA ინსტიტუტის წევრი (CFA Charterholder). აქვს ფინანსების მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. პარალელურად ლექციებს კითხულობდა შემდეგ უნივერსიტეტებში: კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ასევე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ACCA). საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2015 წლიდან. არის ავტორი წიგნისა "ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში". 2017 წელს მიწვეული იყო სპიკერად TEDx Talks-ს მიერ, თემაზე "ფინანსებს სჭირდება მეტი მარკეტინგი".

დარეგისტრირდი ლინკზე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა დალაქიშვილი
training@bog.edu.ge
(032) 2 444 864
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე