ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ვებ გვერდიდან შემოსულ შეტყობინებებზე დროულ და სრულყოფილ კომუნიკაციას;
** პასუხისმგებელია ყველა დაფიქსირებული შეტყობინებისთვის პასუხის გაცემაზე;
** უზრუნველყოფს მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას ონლაინ პროდუქტების შეძენის მიმართულებით;
** ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებელთან წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე