ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 102 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში".

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

მიზანი: სათაო ოფისის ეფექტიანად და გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად სათაო ოფისის ადმინისტრაციული ოპერაციების, პროცედურების, რესურსების ორგანიზება და კოორდინირება.

ფუნქციები:

** სათაო ოფისის შიდა საქმიანობის წარმართვა
** ოფისის თანამშრომლების საშვით უზრუნველყოფა;
** ოფისის თანამშრომლების შეხვედრების ორგანიზება;
** შემოსული და გასული წერილების რეესტრის წარმოება;
** ოფისის სან-ტექნიკური პრობლემების მონიტორინგი და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ოფისის ვიზიტორების მომსახურება
** შემოსულ ზარებზე, წერილებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება;
** ოფისში მოსული სამუშაოს მაძიებლების დაკვალიანება და გადამისამართება;
** ოფისში მოსული სტუმრების, მომწოდებლების და სხვა პირების მიღება, დაკვალიანება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** სათაო ოფისის დამლაგებლების სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი ოფისის სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით;
** სხვა განყოფილებებისთვის და მაღაზიებისთვის დახმარების გაწევა
** განყოფილებების მოთხოვნისამებრ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება და მათთვის მიწოდება;
** საჭიროებისამებრ, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება და სხვა განყოფილებებისთვის დახმარების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იმავე პოზიციაზე (სავალდებულო);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-შესაძლებლობები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები: აქტიური, გამართული მეტყველება, წერითი კომუნიკაცია
** დაკვირვების, დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების უნარი
** პრობლემის გადაწყვეტის/გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** ენერგიულობა
** თავაზიანობა
** აკურატულობა
** ემოციური სტაბილობა/გაწონასწორებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე