ტრენინგი სტუდენტებისთვის - სექსუალური განათლება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი სტუდენტებისთვის - სექსუალური განათლება
მომწოდებელი: ქალთა საერთაშორისო ქსელი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე
ტრენინგი სტუდენტებისთვის სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე

"ქალთა საერთაშორისო ქსელი" (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში". პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.facebook.com/allaboutyou.ge

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 1-3 დეკემბერს, გაიმართება ტრეინინგი სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის სექსუალურ განათლებაზე ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობა.

ტრეინინგის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** რას მოიცავს პროექტი "ყველაფერი შენ შესახებ" და როგორ შეიძლება სტუდენტების ჩართულობის გაზრდა?
** რა არის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება?
** რა მითები და სტერეოტიპები არსებობს საკითხის გარშემო და როგორ დავძლიოთ ისინი?
** როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმაში?
** რა გამოწვევები არსებობს დღეს სექსუალურ განათლებაში?

ტრეინინგი გაიმართება თბილისში, 1-3 დეკემბერს (ტრეინინგი დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 19:00 საათზე).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1DHvUpFwbzlKNbk1Odb0D-NWItkAF_YLBTwmpgoTBNnE/edit

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 19 ნოემბერი, 2017 წ.
შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 23 ნოემბრისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

winwomenorg@gmail.com
https://www.facebook.com/allaboutyou.ge/
http://www.allaboutyou.ge
Tel: +995599959020
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე