მერჩენდაიზერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
შპს "ბაგრატი" წარმოადგენს "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება.
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** მანდილოსანი, 25-დან 35 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსების სტანდარტის კონტროლი
** ხარვეზების აღმოფხვრა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლიანი.

პირობები:

** კარიერული ზრდის პერპსექტივა.
** ანაზღაურება: 400 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ltd.bagrati@mail.ru 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ქუთაისი - მერჩენდაიზერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე