პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
საგზაო-სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** პროექტის მასალების გაცნობა დეტალურად
** პროექტის დაგეგმვის და ბიუჯეტირების პროცესებში მონაწილეობა
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, ბრიგადების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან
** სამუშაოების მიმდინარეობაზე უშუალო დაკვირვება, გეგმასთან და პროექტთან შესაბამისობის შეფასება, გადახრებზე რეაგირება
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შეჯამება და მომდევნო დღის აქტივობების დაგეგმვა ობიექტზე მომუშავე პირებთან ერთად
** უბნის საჭირო ტექნიკით და სამშენებლო მასალით დროულად და ზუსტად მომარაგების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესყიდვების და ლოჯისტიკის ერთეულთან
კონტროლის მიერ გამოვლენილ დარღვევებში გარკვევა და ადექვატური რეაგირება
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პროექტების მართვის საბჭოზე საკითხის დაყენება, საბჭოსთვის რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება
** სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი არასტანდარტული შემთხვევების, გართულებების განხილვა, შესაბამისი კომპეტენტური პირების მონაწილეობით მსჯელობა და მოგვარების ორგანიზება
** პროექტის განხორციელების პროცესში უბანზე საჭირო საბუთების წარმოების და შესაბამისი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
** უბნისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა
** მის წინაშე დასახული მიზნის მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად წინადადებების ინიცირება და განხორციელების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაოების მინ. 1 წლიანი გამოცდილება (საგზაო-სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება.
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** ორგანიზებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.jeugroup@gmail.com 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე