სტაჟირება ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / განახლდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს სტაჟირებას ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 18:00)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)

სტაჟიორი ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილების თანამშრომლებს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:

** ავტო ზარალის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი; კლიენტის განაცხადი, საპატრულო პოლისიის ცნობა და სხვა) ** მიღება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება;
** დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
** დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია (ცვეთა, ფრანშიზა და სხვა), შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული) მომზადება;
** ავტო ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით კი, Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "სტაჟიორი ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე