ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - აცხადებს მიღებას საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე. ვიწვევთ კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პროფესიონალ და დამწყებ ბუღალტრებს, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებს, ფინანსისტებს, იურისტებს, სხვადასხვა დონის პრაქტიკოს მენეჯერებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დაინტერესებულ ყველა პირს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე.

ევროპის აკადემიაური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
ევროპული ცენტრი გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ორი ტიპის კურსს:

1. საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი

კურსის ხანგრძლივობა: 16 სთ (ერთი თვე);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ 2 სთ;
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 250 ლ (დღგ-ს ჩათვლით).

2. საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი

კურსის ხანგრძლივობა 36 სთ (2 თვე)
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 სთ;
კურსის ღირებულება: 499 ლ (დღგ-ს ჩათვლით).

მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა საგადასახადო კოდექსის წიგნი.

კოდექსის შესწავლა მოხდება პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით, კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ტრენინგი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები. გათვალისწინებულია შესვენება ყავა/ჩაი.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატები.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე