ბუღალტერი, გაყიდვების ხელმძღვანელი, გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი, გაყიდვების ხელმძღვანელი, გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: DentaShop
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია "DentaShop" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე ქ. თბილისში:

1. ბუღალტერი

სამუშაო განაკვეთი: 1 დღე კვირაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკური, საბუღალტრო ან ფინანსური განხრით
** მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** პროგრამებში 1C, FMG, Excel, RS მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრის საკითხების სრულყოფილად ცოდნა.

მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, შესყიდვების, მარაგების ჩამოწერა და სხვა) შესრულება და საბუღალტრო ბაზაში ყოველდღიური შეყვანის უზრუნველყოფა
** სალაროების გატარება და კონტროლი
** საქვეანაგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშგების შედგენა და ინფორმაციის მომზადება
** დადგენილ ვადებში დეკლარაციების ჩაბარება
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და ცვლილებების კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული საქმიანობები.

2. გაყიდვების ხელმძღვანელი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ასაკი: 28-დან 40 წლამდე
** გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B სექტორში) მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** ენების ცოდნა: ქართული / English / Русский.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
** პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება.
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, დანერგვა, აღსრულებაში მონაწილეობის მიღება - კომპანიის განვითარებისათვის და დასახული მიზნების მისაღწევად;
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა;
** კლიენტების ბაზის შედგენა/მონიტორინგი
** მომხმარებლის მოთხოვნების და ბიზნეს გარემოს ანალიზი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული პლუს ბონუსი.

3. გაყიდვების აგენტი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ასაკი: 20-35 წ.
** გაყიდვების აგენტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია რუსული, ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაო მოვალეობები:

** ბრენდის წარდგენა და პოზიციონირება
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ურთიერთობა
** კლიენტების ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური ინფორმირება
** გაყიდვების გეგმის განვითარებაზე და სტიმულირებაზე მუშაობა, ახალი იდეების განვითარება
** პროდუქტის რეალიზების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელება.

უნარები:

** კარგი პრეზენტაციის უნარი
** კომუნიკაბელური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმეზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: ფიქსირებული პლუს ბონუსი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@dentashop.ge და მიუთითოთ სასურველი პოზიცია "subject" გრაფაში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე