მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მრეცხავი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
"აჭარა ჯგუფმა" ხუთი წლის წინ ქართული ბრენდი - "Rooms Hotels" დააარსა, რომლის წარმატებამ ავტორებს კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდის - "სტამბას", შექმნა გადააწყვეტინა. კომპანიამ თბილისის ცენტრში მდებარე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. "სტამბა" 2017 წლიდან ნაწილობრივ გაიხსნება. დეკემბრიდან მხოლოდ 42 ოთახი, კაზინო და რესტორანი იქნება, ხოლო დანარჩენი სართულები, აუზი და შოკოლატერია ეტაპობრივად დაემატება. საბოლოო ჯამში, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება. სტამბის ძველი შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და დედაქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წელს და ეძებს შესაბამის კანდიდატს მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მრეცხავი
დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
მოახსენებს: სამრეცხაოს ცვლის უფროსს / სამრეცხაოს ზედამხედველს

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათი რეზიუმეში ნებაყოფლობითია) 2017 წლის 7 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე