დემი შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დემი შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
"აჭარა ჯგუფმა" ხუთი წლის წინ ქართული ბრენდი - "Rooms Hotels" დააარსა, რომლის წარმატებამ ავტორებს კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდის - "სტამბას", შექმნა გადააწყვეტინა. კომპანიამ თბილისის ცენტრში მდებარე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. "სტამბა" 2017 წლიდან ნაწილობრივ გაიხსნება. დეკემბრიდან მხოლოდ 42 ოთახი, კაზინო და რესტორანი იქნება, ხოლო დანარჩენი სართულები, აუზი და შოკოლატერია ეტაპობრივად დაემატება. საბოლოო ჯამში, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება. სტამბის ძველი შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და დედაქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წელს და ეძებს შესაბამის კანდიდატს დემი შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: დემი შეფ დე პარტიე
განყოფილება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი

სამუშაოს მიზანი:

მოამზადოს საკვები პროფესიონალურ სამზარეულოში. უზრუნველყოს და შეინარჩუნოს სამზარეულოში მაღალი დონის სერვისი, რათა დააკმაყოფილოს და გადააჭარბოს სტუმართა მოლოდინს. მოამზადოს საკვები სასტუმროს სტანდარტებისა და აღმასრულებელი შეფ-მზარეულის დირექტივების მიხედვით.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** დაიცვას დანების, ბურღის და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურა;
** რეგულარულად განაახლოს სამუშაო გრაფიკის ცხრილები;
** უზრუნველყოს მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება;
** აკონტროლოს შემოსული შეკვეთების გადანაწილება მზარეულებს შორის და კომუნიკაცია სამზარეულო დეპარტამენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;
** შეამოწმოს და აკონტროლოს თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და სწორი ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათი რეზიუმეში ნებაყოფლობითია) 2017 წლის 7 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე