მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
"აჭარა ჯგუფმა" ხუთი წლის წინ ქართული ბრენდი - "Rooms Hotels" დააარსა, რომლის წარმატებამ ავტორებს კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდის - "სტამბას", შექმნა გადააწყვეტინა. კომპანიამ თბილისის ცენტრში მდებარე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. "სტამბა" 2017 წლიდან ნაწილობრივ გაიხსნება. დეკემბრიდან მხოლოდ 42 ოთახი, კაზინო და რესტორანი იქნება, ხოლო დანარჩენი სართულები, აუზი და შოკოლატერია ეტაპობრივად დაემატება. საბოლოო ჯამში, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება. სტამბის ძველი შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და დედაქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წელს და ეძებს შესაბამის კანდიდატს მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მცხობელი
დეპარტამენტი: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს პროდუქტის ხარისხი და ოპტიმალური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** გამოიყენოს სასწორი და სხვა საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
** დაეხმაროს მთავარ მცხობელსა და შეფ-მზარეულს;
** უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს; აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისთვის;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათი რეზიუმეში ნებაყოფლობითია) 2017 წლის 7 დეკემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე