დღე-ღამის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დღე-ღამის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, შესვენება ღამის საათებში - 3 საათი.
ანაზღაურება : 650 ლარიდან - მზარდი; გეგმის შესრულების შემთხვევაში ერიცხება პრემიები და ბონუსები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური);
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ოქროს, შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, სასურველია ბრილიანტის ცოდნაც.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
** ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება, ვალუტის კონვერტაციები.

უნარები:

** თავაზიანი;
** დაკვირვებული;
** სწრაფი;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური;
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი"-ს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: infogirocredit@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მოლარე/ექსპერტ-შემფასებელი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე