ფილიალის დირექტორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის დირექტორი - თელავი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
​სს "ტერაბანკი" თელავში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ფილიალის საქმიანობის წარმართვა, თანამშრომლებზე ფუნქციების/დავალებების გადანაწილება, კოორდინაცია და კონტროლის გაწევა მათ საქმიანობასა და შრომით დისციპლინაზე;
** ფილიალის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება დასმული ამოცანებისა და დადგენილი გეგმების შესასრულებლად;
** თანამშრომელთა რეგულარული შეფასება ბანკში დადგენილი წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
** წამოჭრილი საკითხების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია, გადაჭრის გზების პოვნა და მიღებული გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანის მიზნით პროცესების კოორდინაცია.
** ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ფილიალის საკრედიტო საქმიანობის კონტროლი;
** ფილიალში მომსახურების ხარისხის მკაცრი კონტროლი, კლიენტების პრეტენზიების სათანადო დონეზე მოგვარების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, მენეჯმენტისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი);
** წარმატებულ კანდიდატებს მოეთხოვებათ მნიშვნელოვანი გამოცდილება საბანკო სფეროში, მათ შორის:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება
** გამოცდილება საკრედიტო სფეროში.
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 22.11.2017-ის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ მისამართზე: hr@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე