პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და განვითარება
** არსებული პროგრამების თანხლება
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად

მოთხოვნები:

** პროგრამირების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Microsoft.Net (.Net 3.5 და ზევით) პლატფორმაზე;
** C# -ის სრულყოფილი ცოდნა;
** Web - პროგრამირების გამოცდილება (ASP.NET MVC);
** HTML, CSS, JavaScript-ის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (Microsoft SQL Server);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა.

სასურველია: Xamarin (Mobile App Development) - ცოდნა, ჩაითვლება პრიორიტეტად

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. გარდა ამისა პოზიცია ექვემდებარება დამატებითი მატერიალური წახალისების სისტემას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ მისამართზე:

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (პროგრამისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე