ბიზნეს/აგრო დაკრედიტების ექსპერტი - გურჯაანი, ახმეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს/აგრო დაკრედიტების ექსპერტი - გურჯაანი, ახმეტა
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ქართული კრედიტი" დაფუძნდა- 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა: ბიზნეს/აგრო დაკრედიტების ექსპერტი
ადგილმდებარეობა: გურჯაანი, ახმეტა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
** ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს/აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა სოციალურ ბენეფიტებს;
** განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** საინტერესო და დინამიურ სამსახურს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და ფილიალი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე