პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: სოფთმასტერი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია "Softmaster" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** პროექტების სრული ციკლის მართვა (პროექტის დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, დასრულება)
** პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება
** პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგისა შემუშავება, პროექტის გუნდის ფორმირება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება
** პროექტის შესრულების მონიტორინგი, პროექტის განხორციელების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება
** პროექტის განსაზღვრულ ვადებში დასრულების უზრუნველყოფა
** პროექტის შემკვეთებთან ურთიერთობა
** პროდუქტის მომწოდებლებთან კონტაქტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** ქართული, ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
** ინკოტერმსის წესებით გათვალისწინებულია სავაჭრო ტერმინების ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** მაიკროსოფტ პროჯექტის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა
** არ უნდა იყოს მწეველი
** არაკონფლიქტური
** ასაკი: სასურველია 30 წელზე მეტი.

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
** უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე პრეტენდენტს
** კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@softmaster.ge. თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე