ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** IP ტელეფონების კონფიგურირება;
** რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
** ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
** IP კამერებთან, NVR-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** Cisco-ს და Mikrotik-ის როუტერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** Active Directory-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 22.11.2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "IT Specialist".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე