გაყიდვების კონსულტანი, მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანი, მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე
იაპონური კომპანია "მინისო" მსოფლიოს 52-ზე მეტ ქვეყანაში, 2400 მაღაზიით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 7000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის: ელექტრო აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია, ბიჟუტერია, ჩანთები, სასაჩუქრე ნივთები, სათამაშოები, თეთრეული, სახლის აქსესუარები და საყოფაცხოვრებო ნივთები. საქართველოს ბაზარზე "მინისო" 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და უკვე 5 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

იაპონური კომპანია "მინისო" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტებსა და მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

მაღაზიის ადგილმდებარეობა: აქსისი-ს მოლი, თბილისი - საბურთალო, სულხან ცინცაძის ქუჩა, გალერეა თბილისის მოლი - რუსთაველის ქუჩა თავისუფლების მოედანზე და სითი მოლი გლდანი - ხიზანიშვილის N27.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე - 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსები, 6 თვის შემდეგ - 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსები

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის განლაგება, დალაგება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** მაღაზიაში პერიოდულად აღწერების წარმოება
** თაროების მოწესრიგება;
** სისუფთავეზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ჩაითვლება უპირატესობად
** სასიამოვნო გარეგნობა და დადებითი პიროვნული თვისებები;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ასაკი 20-დან 35 წლამდე.

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: info@miniso.ge-ზე არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა. გთხოვთ მეილში მიუთითოთ თუ რომელ მაღაზიაში მუშაობით ხართ დაინტერესებული და რა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე