სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** გამავალი ზარის განხორციელება/შემომავალი ზარის მიღება;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება/მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის/ აქტიური სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენები: ინგლისური - კარგად; რუსული - კარგად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 21 ნოემბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი 1735 და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე