ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე
შპს "სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დიზელ-გენერატორების, ავტომატური გადამრთველი მოწყობილობის, გაგრილების სისტემის, დამატებითი საწვავის ავზების და მათი გაყვანილობის მონტაჟი.
** უწყვეტი კვების წყაროს (UPS)-ების და მათი გაგრილების სისტემის მონტაჟი.
** ძაბვის სტაბილიზატორების მონტაჟი.
** ობიექტებზე არსებული შენობა-ნაგებობების ელ-გაყვანილობის მონტაჟი.
** დიზელ-გენერატორების მომზადება ზამთრის რეჟიმისთვის, საწვავით უზრუნველყოფა
** პლატების რემონტი, აკუმულატორებით უზრუნველყოფა.
** ძაბვის სტაბილიზატორების მომსახურება რემონტი, რეგულირება.
** "სტერეო + " ში არსებული აპარატურის (დატა ცენტრის) ელექტრო ენერგიით მომარაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობა მაღალი გრძნობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

შენიშვნა: შპს "სტერეო +"-ს ანძა-კონსტრუქტორები განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს ხშირად მოუწევს სამსახურეობრივ მივლინებაში ყოფნა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2017 წლის 25 ნოემბრამდე გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: contact@stereoplus.ge განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი ავტობიოგრაფია (CV). შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე