მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი ცოდნა
** მომხმარებელთან თანხობრივი ანგარიშსწორება ნაღდი და უნაღდო სისტემით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საწყის დონეზე ცოდნა
** სასურველია გაყიდვების სფეროსი მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მოლარე-კონსულტანტი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე