კურსი - უძრავ ნივთებთან დაკავშ. სამართლებრივი საკითხები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - უძრავ ნივთებთან დაკავშ. სამართლებრივი საკითხები
მომწოდებელი: იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 29 ნოე
თანდართული ფაილი: 157895-application.zip
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი პრაქტიკოს ადვოკატებსა და იურისტებს იწვევს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებულ სასწავლო კურსზე: უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

ტრეინინგი ჩატარდება 2-3 დეკემბერს, 11:00- 18:00 საათამდე. ტრეინინგის ერთი ასტრონომიული საათი უდრის 1 კრედიტ საათს.
სასწავლო კურსს წარუძღვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე- ლევან სანებლიძე.

სასწავლო კურსზე განიხილება შემდეგი თემატიკა:

** საქართველოში საკუთრების ჩამორთმევის წესი და პირობები (ექსპროპრიაცია), სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
** საკუთრება საერთაშორისო სამართალში (ზოგადი მიმოხილვა).
** სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი რეგულირება (პრივატიზება საქართველოში). სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
** მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევები.
** უფლების მოქმედება დროში, შეზღუდვა იურიდიულ პირებთან მიმართებაში. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
** უძრავ ქონებაზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების ანალიზი (პირველი, მეორე და მესამე ეტაპების მოკლე მიმოხილვა).
** სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი.
** სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება საქართველოში.
** ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე.
** ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების რეგისტრაციის წინაპირობები, საერთო ქონების განკარგვის წესი.
** საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება (ე.წ. "ატსტუპნიკების" საკითხი).
** ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლისთვის არაპრივატიზებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევები. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
** უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები.
** საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების მოკლე ანალიზი. სარეგისტრაციო წარმოების პროცედურები. რეგისტრაციის დამატებითი პირობები. მიწის ნაკვეთის დანიშნულების რეგისტრაცია და მისი შეცვლა.
** უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი. უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ასახვა ბლიკჩეინ სისტემაში. უძრავი ნივთი, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები. კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპების დაცვა კრედიტორის / იპოთეკარის მიერ უფლების განხორციელებისას.

სასწავლო კურსის ღირებულებაა 100 ლარი.
ტრეინინგი ჩატარდება იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასემინარო დარბაზში. მისამართი: ჯ.კახიძის #15.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული "პროგრამის მონაწილის ანკეტა და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 29 ნოემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტისმის მისამართზე: legaleducation@legaleducation.ge

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი: ნინო ბაღაშვილი-558 67 17 54
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე