ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი (კორპორატიული სექტორი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2209
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 21.11.2017
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი

უნარები:

** ანალიტიკურად აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ფოკუსირება
** დროის მართვა
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატიურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კოლეგიალობა
** ცვლილებების მიმართ მოქნილობა
** გაბედულობა
** ყურადღებიანობა
** თავაზიანობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** წერითი კომუნიკაცია

დამატებითი მოთხოვნები:

** ბანკში მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილება;
** ფინანსების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
** ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

ბიზნეს ამოცანა:

** უზრუნველყოს კორპორატიული თანამშრომლები დროული და ზუსტი ფინანსური ინფორმაციით;
** კორპორატიული სესხების პორტფელის ოპტიმალური მართვა.

სამუშაოს აღწერა:

კლიენტებთან ურთიერთობა:

** კლიენტის საკრედიტო განაცხადის მიღება და გაცნობა;
** კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირების სწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;
** კლიენტისთვის ქოვენანტების გაცნობა/შეთანხმება;

შედეგები:

** პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
** პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;
** პროექტების საკრედიტო კომიტეტზე განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზება;
** კომიტეტის მდივანთან ოქმის მომზადებაში ჩართულობა. ქოვენანტების ჩამოყალიბება;
** არასტანდარტული ხელშეკრულებების გავლა იურიდიულ და რისკების სამსახურთან (სექტორის უფროსებიც აკეთებენ ხშირად);
** საკრედიტო ადმინისტრაციასთან და შემდგომ კლიენტთან იურიდიული საკითხების გავლა და რისკებთან შეთანხმება;
** სესხის გაცემის ორგანიზება;
** სამშენებლო ჯგუფთან კომუნიკაცია (საჭიროებისამებრ);
** გირაოს შეფასების ორგანიზება და პროექტში სწორად განსაზღვრა/შეფასება;
** საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;
** სესხის გაცემისა და დაფარვის მონიტორინგი;
** სესხის მიზნობრიობის შესრულების კონტროლი;
** ადმინისტრაციული ვალების კონტროლი;
** ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისების ორგანიზება;

რეპორტინგი:

** წერილობითი რეპორტების მომზადება ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** გარემოს დაცვის რეპორტის მომზადების ორგანიზება და კონტროლი;
** სხვა და სხვა რეპორტებისა და ანგარიშგეგმების დროული მომზადება:
** IFRS (ყოველკვარტალური- ფინანსების მიხედვით);
** Ratios - ეროვნულის ფაილი (ყოველი თვის დასაწყისში);
** ინსაიდერების უზრუნველყოფები;
** EIB და სხვა რესურსების გამოყენებისას, შესავსები ფორმები;
** რეიტინგები;
** Board-ის პრეზენტაცია;

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2209
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე