სოც. მედია მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოც. მედია მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია "უნიფეი" აერთიანებს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის: "UniPay"-ის ელექტრონული საფულე (https://www.unipay.com), მატარებლის ბილეთების შესაძენი ვებ გვერდი და აპლიკაცია (http://www.matarebeli.ge), კინოს ბილეთების შესაძენი ვებ გვერდი (http://www.cinemax.ge), http://www.unicoin.io - სადაც შეგიძლიათ მიიღოთ, შეინახოთ ან გაგზავნოთ ბიტკოინები. ასევე, "უნიფეი" არის ონლაინ თამაშების პლატფორმების "XSOLLA"-ს და "STEAM"-ის (http://www.steam.ge | http://www.xsolla.ge | http://www.unigames.ge) ერთად-ერთი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და ა.შ.

კომპანიაში იქმნება კრეატიული გუნდი. შესაბამისად, იძებნებიან კრეატიული, მარკეტინგში გათვიცნობიერებული, სხარტი და ორგანიზებული ადამიანები.

პოზიცია: სოც. მედია მარკეტინგის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სხვადასხვა პროდუქტის FB გვერდის მართვა - პოსტების მომზადება, მომხმარებლებთან დროულად კომუნიკაცია, რეკლამის განთავსება შერჩეულ სეგმენტებზე.
** სხვადასხვა პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით ასევე, twitter-ის, instagram-ის, linkedin-ის, youtube-ის და სხვა საჭირო არხების მართვა.
** მომხმარებლების შეკითხვებზე დროულად პასუხის გაცემა.
** ყოველ თვე შესრულებული სამუშაოს შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება.

ამ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს ექნება ხშირი შეხება დიზაინერთან, რომელიც იზრუნებს პოსტების ვიზუალურ მხარეზე, სოც. მედია მენეჯერის მითითებების გათვალისწინებით;
იქნება კრეატიული გუნდის წევრი და გუნდის სხვა წევრებთან ერთად შეიმუშავებს გარკვეულ პერიოდზე გათვლილ კამპანიებს, რომლებსაც გაშლის სოც. ქსელებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სოც. მედია მენეჯერს უნდა ჰქონდეს კარგად წერის უნარი - გადმოსცეს აზრი სხარტი, მოკლე და ადვილად აღსაქმელი წინადადებებით, ისე რომ დააინტერესოს მკითხველი.
** უნდა იყოს ორგანიზებული - ესმოდეს დაკისრებული მოვალეობების მნიშვნელობა და დროულად ასრულებდეს დაკისრებულ სამუშაოს.
** უნდა ჰქონდეს ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელების მართვის და ასევე რეკლამის განთავსების გამოცდილება.

სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს მარკეტინგის მიმართულებით მიღებული განათლება.

პირადი მახასიათებლები:

ორგანიზებული, პუნქტუალური, ინიციატივიანი, სხარტი, კარგად წერის უნარ-ჩვევების მქონე, დაკვირვებული, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული, სასურველია დაინტერესებული იყოს ახალი ტენდენციებითა და ტექნოლოგიებით და შეძლებისდაგვარად იყენებდეს საქმეში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@unipay.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე