მარკეტინგის მენეჯერი - კუმისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი - კუმისი
მომწოდებელი: კუმისი XXI
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ქათმის კვერცხის მწარმოებელი კომპანია შპს "კუმისი XXI" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი, სოფ. კუმისი (კომპანიას ემსახურება საკუთარი სამგზავრო მ/ავტობუსი)

მოვალეობები:

** ორგანიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა-ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მარკეტინგული კვლევების ჩატარების გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** პროექტების მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოტივირებული;
** ორგანიზებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kumisi.ge 2017 წლის 20 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე