უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია "ფინანსური ბიურო" აცხადებს კონკურსს უმცროსი იურისტის თანამდებობის დასაკავებლად (2 ვაკანსია).

სამუშაოს აღწერა:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** სასამართლოში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში კომპანიის წარმომადგენლობა;
** კომპანიის პარტნიორებთან კომუნიკაციის წარმოება;
** კლიენტებთან ურთიერთობა;
** სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება, მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outloolk)

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სამართლებრივ საკითხებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საშუალებას;
** მაღალ საბონუსე სისტემას.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების სახით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge მიმდინარე წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე