Front End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Front End დეველოპერი
მომწოდებელი: SmartSoft
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
ქართული სოფტვეარ კომპანია "სმარტსოფტი" ეძებს ფრონტ-ენდ დეველოპერს, ახალი აზარტული თამაშების შესაქმნელად. კომპანია "სმარტსოფტი" ბაზარზე რამდენიმე წელია და აქტიურად თანამშრომლობს კომპანია "კრისტალბეთ"-თან.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მარკაპირებასა და ვებ საიტების კეთებაში
** ჯავასკრიპტის მაღალ დონეზე ცოდნა
** Html 5-თან მუშაობის გამოცდილება
** გუნდთან მუშაობის უნარი და გამოცდილება (სასურველია Git-ის ცოდნა)

სამუშაოს აღერა:

** თამაშის დიზაინის მარკაპი
** თამაშის ფუნქციონალის მორგება Backend-თან, JavaScript-ის გამოყენებით
** Html5-ის ანიმაციების აწყობა

პროდუქტები რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა:

** Visual Studio - ძირითადი სამუშაო გარემო backend-ისთვის
** Git - SourceTree - გუნდთან ერთად სამუშაოდ
** TFS - პროექტების მართვის პროგრამა, სადაც იქნება აღწერილი დავალებები

ანაზღაურება: 2000-დან 5000 ლარამდე (დამოკიდებული კადრზე).

თუ თქვენ დაინტერესდით ამ პოზიციაზე ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@smartsoft.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე