კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 157767-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად, ხოლო რუსული ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** მოსმენის უნარი;
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + ბონუსი;
** დაწინაურების პერსპექტივა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** დაზღვევა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: konsultant@motorstar.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე