ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 157765-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკურ ან მათემატიკურ სფეროებში;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის მეთოდების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული;
** ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოსმენის, აზრის კარგად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გაწონასწორებული და მშვიდი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და შესყიდვების განხორციელება;
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად;
** პროდუქტის ფასების განსაზღვრა და კონტროლი მოგების მაქსიმიზირების მიზნით;
** პროდუქტის გაყიდვის ახალი არხების და ახალი პარტნიორების მოძიება. ძველ, არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** მაღალი ანაზღაურება;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** დაზღვევა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: manager@motorstar.ge

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე