IT სპეციალისტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT სპეციალისტის ასისტენტი
მომწოდებელი: სმაილი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
კომპანია "Smiley" საქართველოს ბაზარზეა 1995 წლიდან. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე და მსოფილო ბრენდების ფართო არჩევანი.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Smiley" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ქსელების, ოპერაციული სისტემების, საოფისი პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი ფუნქციები:

** სრული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
** ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
** პროექტის შესრულება შეთანხმებული პირობებით: დადგენილ დროში, დადგენილი ბიუჯეტითა და ხარისხის მაჩვენებლით.
** გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ დადგენილი განკარგულებების შესრულება და მონიტორინგი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@geosmiley.ge 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. ვაკანსიის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე