ტრეინინგ კურსი - ეფექტური გაყიდვები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრეინინგ კურსი - ეფექტური გაყიდვები
მომწოდებელი: TrainMe
გამოქვეყნდა: 7 ნოე / განახლდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
ტრეინინგ ცენტრი "TrainMe" აცხადებს მიღებას ტრეინინგ კურსზე - ეფექტური გაყიდვები.

კურსის შესახებ:

აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს გააღრმავოს ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების შესახებ, როგორც დამწყებ, ასევე შემდგარ გაყიდვების მენეჯერებში. კურსი მოიცავს მეთოდოლოგიურ ცოდნასა და თანამედროვე ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი გაყიდვების მენეჯერები, რაც თავის მხრივ გულისხმობს მაჩვენებლების მუდმივ ზრდას. წარმოდგენილი იქნება სწორედ ის ექსპერტიზა, რომელიც არამხოლოდ დაგეხმარებათ იყოთ უკეთესი პროფესიონალი, არამედ ასევე გქონდეთ მუდმივი განვითარების სურვილი და მიზანი, რომ ტრანსფორმირდეთ მაღალი კლასის, მოთხოვნად გაყიდვების მენეჯერად.

გაყიდვები ყოველთვის იყო და რჩება, როგორც ბიზნესის ღერძი. კარგი გაყიდვების მენეჯერიც ყოველთვის იყო და არის მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერი იშვიათი და შეუფასებელი აქტივია, ხოლო თუკი თვლით რომ გაყიდვები თქვენი მომავალია, ეს კურსი სწორედ თქვენთვის არის.

საჭირო ინფორმაცია:

** კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (16 საათი)
** შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ
** შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
** კურსის საფასური: 250 ლარი
** კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

ანგარიშსწორების ფორმა: ერთიანი გადახდით ან საბანკო განვადებით (მეტი განვადების შესახებ: https://goo.gl/QJm6om)
მეორე მონაწილის მოწვევის შემთხვევაში ვრცელდება 50% ფასდაკლება (მეტი ფასდაკლების შესახებ: https://goo.gl/K1cq5C)

რა თეორიულ ცოდნას მივიღებ?

კურსი დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის:

გაყიდვების შინაარსი:

** ყიდვისა და გაყიდვის ზოგადი მიმოხილვა;
** მოთხოვნილება და მისი წარმოშობა;
** პროდუქტის სარგებელი, როგორც პირდაპირი მიზანი;
** ლოგიკური და ემოციური აზროვნება;
** ყიდვა, როგორც თვითაქტუალიზაცია;
** ყიდვის ძირითადი მოტივები;

სერვისი გაყიდვებში:

** გამყიდველის აუცილებელი თვისებები;
** ინფორმაციის გადაცემისას მოქმედი ფაქტორები;
** შეკითხვის ტიპები და მათი დასმის ტექნიკა;
** შეცდომები შეკითხვის დასმისას;
** მოსმენის ტიპები;
** აქტიური მოსმენის ელემენტები;
** მოსაუბრის ბარიერები;
** მსმენელის ბარიერები;
** სუბიექტური რეალობის ფაქტორი;
** პატივისცემა და ემპათია;
** აგრესიულ კლიენტებთან მუშაობა;
** პასიურ კლიენტებთან მუშაობა;
** ასერტული ქცევა;

მოლაპარაკების ტექნიკა:

** პროდუქტის მახასიათებლები და უპირატესობები;
** მომზადება შეხვედრისათვის;
** მოლაპარაკების ფაზები;
** გრძელვადიანი ურთიერთობები;
** დამარწმუნებელი და ჩამჭერი ფრაზები;
** ცოდნა + მოქნილობა + პოზიტივი;
** თვითმოტივაცია;
** კომუნიკაცია ფასის შესახებ;
** თუკი მოლაპარაკება უარით მთავრდება;

ლიდერობა გაყიდვებში:

** რა არის ლიდერობა;
** ლიდერი და მისი მახასიათებლები;
** ლიდერი როგორც მოსამსახურე;
** როგორ გავხდეთ ლიდერი;
** ლიდერობა და ქარიზმატულობა;
** როგორ გამოვიყენოთ ლიდერობა გაყიდვებში;

გაყიდვების ფსიქოლოგია:

** მყიდველის ფსიქოლოგიის სტრუქტურა;
** ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია გაყიდვებში;
** მყიდველის აზროვნების ეტაპები;
** ყიდვის გადაწყვეტილების ფსიქოლოგიური საფუძველი;
** არავერბალური ქცევა და მისი თანხვედრა ვერბალურთან;
** ნეირო-ლინგვიტური პროგრამირება გაყიდვებში.

რა პრაქტიკულ უნარებს შევიძენ?

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ სულ სხვა მხრიდან დაინახოთ და მართოთ გაყიდვები, იქნებით აღჭურვილი ისეთი უნარებით, როგორიც არის:

** როგორ დავიწყოთ კომუნიკაციის პროცესი;
** როგორ წარვმართოთ მოლაპარაკების პროცესი;
** ვგრძნობდეთ და ვმართავდეთ კლიენტის განწყობას ყიდვის გადაწყვეტილების მიმართ;
** ვიცოდეთ რა არის კლიენტის მოტივატორი ყიდვისას;
** როგორ მოვიქცეთ, თუკი პროცესი წარუმატებლად მიმდინარეობს;
** როგორ ვაქციოთ ერთხელ კლიენტი მუდმივ კლიენტად;
** როგორ ვიყოთ მუდამ მოტივირებული და გაყიდვებზე ორიენტირებული.

ტრენერები:

კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებენ ტრენერები, რომელთაც გააჩნიათ:

** მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების მართვაში
** საქართველოს ბაზარზე წამყვან კომპანიებში მუშაობის გამოცდილება
** როგორც ფრონტ-ოფისის, ასევე შუა და მაღალი რგოლის მენეჯერული გამოცდილება.

სრულად ტრენერებზე: http://trainme.ge/#team

ტრეინინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: http://trainme.ge/apply

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 595 555972, +995 592 264343
ან მოგვწერეთ: info@trainme.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 ნოემბერი, 2017 წ.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე