კონკურსი სტატიების მიღებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სტატიების მიღებაზე
მომწოდებელი: სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 7 ნოე / განახლდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ "CIVICUS"-ის მე-15 ნომრისთვის.

ელექტრონული ჟურნალი "CIVICUS" "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA)" ეგიდით ორ თვეში ერთხელ გამოიცემა.

ჟურნალში ქვეყნდება სტატიები დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის პრობლემებთან დაკავშირებით. გამოცემის თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ საკითხს ეძღვნება.

"CIVICUS"-ის მეთხუთმეტე ნომრის თემა საბჭოთა წარსულის გააზრებაა. სტატიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

** საბჭოთა ეკონომიკური და სოციალური სისტემა;
** ისტორია, იდენტობა და მეხსიერება;
** კულტურული ემანსიპაცია და მისი შინაარსი;
** პროპაგანდა, "სხვა სამყაროს" რეპრეზენტაცია;
** ლუსტრაცია - აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება;
** საბჭოთა რეპრესიები და მასთან დაკავშირებული ზეპირი ისტორიები;
** საბჭოთა ოკუპაციის ვიზუალური რეპრეზენტაცია (მუზეუმები, მემორიალები, ქანდაკებები და ა.შ.)
** სხვა.

ჟურნალი ასევე მიიღებს აკადემიურ თარგმანებს, ფოტო და კინო ისტორიებს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით.

სტატიები მომზადებული უნდა იყოს MS Word (.doc) ფორმატში, შრიფტი - "Acad Nusx Geo", შრიფტის ზომა -12, ხაზებს შორის დაშორება 1.15. სტატიის ზომა - დაახლოებით 3 გვერდი (არ უნდა იყოს ერთ გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს). სტატიები უნდა იყოს ანალიტიკური და მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქართულ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა.

სტატიები, რომლებიც არ იქნება ტექნიკურად გამართული, ავტომატურად გამოეთიშება შესარჩევ ეტაპს.

სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.

სტატიებს აგზავნით ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge (საჭირო ველში - "subject" აუცილებლად მიუთითეთ "CIVICUS 15").

სტატიებს ასწორებს სამი შემფასებელი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** სტატიის სტრუქტურა
** თემის მომცველობა
** არგუმენტირებულობა
** ორიგინალობა
** ზოგადი განათლება

სამივე შემფასებლის მიერ დაწერილი ქულები შეჯამდება და გამოვლინდება გამარჯვებულთა სია.

გთხოვთ, სტატიის გამოგზავნისას დოკუმენტს თქვენი სახელი და გვარი დააწეროთ და სტატიის ბოლოს აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.

"CIVICUS"-ის სარედაქციო საბჭო განიხილავს მიღებულ სტატიებს და ავტორებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალ "CIVICUS"-ის მე-15 ნომერში, ხოლო ავტორები მიიღებენ ჰონორარს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge ან Facebook გვერდზე http://www.facebook.com/celageo

ჟურნალის გამოქვეყნებული ნომრების სრულად ნახვა შეგიძლიათ "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" ვებ-გვერდზე: http://cela.ge/ge/civicus ხოლო ცალკეული სტატიების ნაწილის ნახვა შესაძლებელია "CIVICUS"-ის ბლოგზე http://www.civicuscela.wordpress.com

ჟურნალის გამოიცემა ხდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით (USAID), პროგრამის საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).

"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია"(CELA) პროფესიული გაერთიანებაა, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განმანათლებლები საქართველოს უმაღლესი აკრედიტებული სასწავლებლების უმეტესობიდან. გაერთიანების მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო ინოვაციის, აქტივობებისა და განათლების ცენტრებად ჩამოყალიბება და გაძლიერება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე