ავტოპარკის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტოპარკის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 167 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ყოველივე ეს კი არის შედეგი იმისა, რომ კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებულია თავის სფეროში, რასაც ასევე ხაზს უსვამს დასაქმებულთა მაღალი კოეფიციენტი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 2700-ს გადააჭარბა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikoraholding.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ავტომობილების დროული და ხარისხიანი შეკეთების კონტროლი;
** დანახარჯების აღრიცხვა და კონტროლი;
** ახალი ავტომობილის შესყიდვის პროცესში უშუალო ჩართულობა:
** შსს მომსახურების სააგენტოსთან ურთიერთობა (გადაფორმება/ტექ. პასპორტის შეცვლა და ა.შ);
** საწვავის ახალი ბარათების დამზადების ან შეცვლის დროულად უზრუნველყოფა;
** კომპანიის სახელზე გამოწერილი საპატრულო ჯარიმების კონტროლი და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია საავტომობილო სფეროს მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ავტომობილების მუშაობის პრინციპების და მექანიზმების ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 6 დეკემბრამდე, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე