ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე
"კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN) აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე აჭარის რეგიონში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
** ნომრების სისუფთავე;
** სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
** სველ წერტილებში ცხელი წყალი;
** საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
** საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი და ა.შ.)
** საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 19 ნოემბრამდე ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ-ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის რაოდენობა და მათი მომსახურების ღირებულება 30 პერსონაზე / სავალდებულო);
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (სავალდებულოა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში);
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო);

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე