ინერტული მასალების წარმოების მენეჯერი - ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინერტული მასალების წარმოების მენეჯერი - ხობი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / განახლდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ინერტული მასალების წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. ხობი
** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა
** ავტომანქანით უზრუნველყოფა
** კონკურენტული ანაზღაურება.

სამუშაო აღწერილობა:

** სამსხვრევ-გადამამუშავებელი ქარხნის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა, კონტროლი
** კარიერებიდან მასალების მოპოვების პროცესის მართვა, კოორდინირება
** ქარხნის მუშაობისას რისკების წინასწარმეტყველება, მართვა
** რესურსების ეფექტური გადანაწილება
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში მუშახელის შერჩევა
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** უსაფრთხოების ნორმების დაცულობის კონტროლი
** გარემოს დაცვითი ნორმების ცოდნა, სამუშაოების შესაბამისად წარმართვა
** საჭირო დოკუმენტაციის, რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო უნარები:

** სასურველია გამოცდილება ქვიშა-ღორღის წარმოების სფეროში
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სამთო მოპოვების წესების ცოდნა
** აკადემიური ხარისხი ტექნიკური განხრით
** განვითარებული მენეჯერული უნარები
** ანალიტიკური აზროვნები უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე