ქონებრივი და ავტო დაზღვევის რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქონებრივი და ავტო დაზღვევის რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქონებრივი და ავტო დაზღვევის რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ზარალების დარეგულირების პროცესში მონაწილეობის მიღება
** ზარალების დარეგულირების მთლიანი პროცესის მონიტორინგი
** შემფასებელ და ავტო სერვისის კომპანიებთან თანამშრომლობის პირობების პერიოდული ანალიზი და რეკომენდაციების წარმოდგენა
** ზარალების მონაცემების ანალიზი და რეკომენდაციების წარმოდგენა
** რეგრესული საქმეების მართვა
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქონებრივი ზარალების ან ტრანსპორტის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail)
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და და ფოტო შემდეგ მისამართზე:

ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი

ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (ქონებრივი და ავტო დაზღვევის რისკების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე