ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის იერსახეზე ზრუნვა;
** საოფისე კულტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ელ-კორესპონდენციის წარმოება;
** კურიერის მოძრაობისა და დიასახლისების მუშაობის მონიტორინგი;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე