მენეჯმენტის შემსწავლელი კურსები - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯმენტის შემსწავლელი კურსები - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას მენეჯმენტის შემსწავლელ კურსებზე.

კურსი მიზნად ისახავს მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლას და მის საფუძველზე შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. დღესდღეობით წარმოუდგენელია ორგანიზაციის წარმატების მიღწევა კარგი მენეჯმენტის გარეშე, ევროპული ცენტრი კი გთავაზობთ კურსებს, სადაც თავმოყრილია ყველა ის საიდუმლო ტექნოლოგია და ნიუანსი, რომელიც გვხვდება მხოლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში.

მენეჯმენტის კურსები:

1. ზოგადი მენეჯმენტი

კურსი მოიცავს:

** მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელობის სტილი;
* ორგანიზაციის მიზანთა განსაზღვრა და მათი რეალიზაცია;
** სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირება და განხორციელება;
** ფუნქციების სწორად გადანაწილება;
** დროის სწორად დაგეგმვა;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** საქმიანი მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვა და სხვ.

კურსის ხანგძლივობა: 20 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი

2. PR მენეჯმენტი

კურსი მოიცავს:

** თუ როგორ მუშაობს თანამედროვე PR;
** PR და მედიის ურთიერთობის თავისებურებები;
** რეკლამის სეგმენტაცია და პოზიციონირება;
** PR სტრატეგიები მედიასთან ურთიერთობისას;
** საერთაშორისო PR-ის სტანდარტები და სხვ.

კურსის ხანგძლივობა: 16 საათი
კურსის ღირებულება: 180 ლარი

3. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (HR)

კურსი მოიცავს:

** პერსონალური მართვის არსი და ამოცანები;
** პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა;
** ორგანიზაციის პერსონალის მართვის სამსახური;
** მოტივირება და კარიერის მართვა;
** პერსონალის მოზიდვა და შერჩევა;
** ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება და სხვ.

კურსის ხანგძლივობა: 31 საათი
კურსის ღირებულება: 300 ლარი

4. სტრატეგიული მენეჯმენტი

კურსის განმავლობაში შეისწავლება:

** ორგანიზაციის საქმიანობა და მის მართვაში მენეჯმენტის როლი;
** ბაზარზე მიმდინარე მოვლენების აღქმა და ანალიზი;
** ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** SWOT ანალიზი და სხვ.

კურსის ხანგძლივობა: 20 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი

5. პროექტების მენეჯმენტი

კურსის განმავლობაში შეისწავლება:

** პროექტის მენეჯერისთვის საჭირო უნარები;
** პროექტის მართვა ორგანიზაციულ კონტექსტში;
** პროექტის სასიცოცხლო ციკლი;
** კომუნიკაცია პროექტის ფარგლებში;
** დროის მართვა პროექტის ფარგლებში;
** პროექტის რესურსების დაგეგმვა და სხვ.

კურსის ხანგძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება: 180 ლარი

6. დროის მართვა

კურსის განმავლობაში შეისწავლება:

** დროის ეფექტურად გამოყენების ტექნიკები;
** მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვა;
** დაგეგმვა და დროში განაწილება;
** პრიორიტეტების დასახვის კომპლექსური მეთოდები;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** "დროის ქუდები" და მათი მართვა;

კურსის ხანგძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება: 180 ლარი

რამდენიმე მიმართულების არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო ლიტერატურით.

სასწავლო პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა "ევროპული ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://goo.gl/8LYlcm

დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ბათუმი ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე