ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" - აცხადებს მიღებას ბიზნეს-სახელშეკრულებო კანონმდებლობის შემსწავლელ კურსზე.

პროგრამის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში, მსმენელები გაერკვევიან ბიზნეს სამართლის ძირითად საკვანძო საკითხებში, შეექმნებათ სრული წარმოდგენა ბიზნესის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების (სისტემის), მისი წარმოების სამართლებრივი საშუალებების, მეთოდებისა და წყაროების შესახებ.

პროგრამა მოიცავს, თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა , ქეისებსა და ტესტებს:

** ბიზნეს-სამართლის ცნება და დარგების მიმოხილვა;
** სანივთო სამართალი და ქონების შეძენის საკითხები;
** საკონტრაქტო სამართალი. ნასყიდობის, ბარტერული გაცვლისა და ჩუქების კონტრაქტები;
** ქირავნობის,იჯარის, გადაზიდვის, ლიზინგისა და ფრენშაიზინგის კონტრაქტები;
** შრომითიკონტრაქტები;
** სამეწარმეო სამართლის ზოგადი საკითხები (რეგისტრაცია, ხელმძღვანელობა, კონცერნი და ა შ);
** სამეწარმეო იურიდიული პირები;
** გაკოტრების სამართალი;
** საქმის განხილვა სასამართლოში;
** არბიტრაჟი.

კურსს უძღვება წარმატებული პრაქტიკოსი იურისტი.
კურსის ხანგრძლივობა : 1თვე (16 საათი)
კურის ღირებულება: 350 ლარი

კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური გამოცდა, რის საფუძველზეც გაიცემა "ევროპული ცენტრის" საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე