სტაჟირება HR დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 1 ნოე / განახლდა: 17 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრულ განაკვეთზე
ხანგრძლივობა: 3-6 თვე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
** MS Office-ის ცოდნა (Excell-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა)
** ინგლისური ენის ცოდნა

მოვალეობები:

** თანამშრომლების პირადი ფაილების მოწესრიგება
** თანამშრომლების მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანა
** გასაუბრებებზე კანდიდატების დაბარება
** სხვადასხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სტაჟირება HR დეპარტამენეტში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე