IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ფინანსური კომპანია
გამოქვეყნდა: 1 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია "ფინანსური კომპანია", რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან, აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების - ინფორმატიკა)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რეზერვაცია (backup) და მონაცემთა დაკარგვის პრევენცია;
** ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა/შეკეთება
** მომხმარებლების ჯგუფებზე შეზღუდვების დაწესება, მოთხოვნისამებრ;
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში;
** დაზიანებული მონიტორების შეკეთება;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

ანაზღაურება: 400 ლარი გამოსაცდელ პერიოდში (1 თვე), ხოლო გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ 800 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - IT სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე