გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 1 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** კომპანიის პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ფილიალში გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება; ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** აუცილებელია საავტომობილო სფეროში მუშაობის სურვილი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის და სხვა ტექნიკურ სფეროში მიღებული ნებისმიერი სახის განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია რუსული და თურქული ან/და აზერბაიჯანული ენის ცოდნა;
** სპარსული ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** MS Office - ის პროგრამების და საძიებო სისტემების მოხმარების ცოდნა/გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე